Accentnews.ge
„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“ - მსახიობები მსვლელობას მართავენ

„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“ - მსახიობები მსვლელობას მართავენ

09/12/2024 11:41:40 საზოგადოება

ხელოვანები იუსტიციის სახლიდან მსვლელობას მართავენ. ამ მსვლელობით იმისი საპოლიციო ძალებს შეახსენებენ საკუთარ ვალდებულებებს, დაიცვან მოქალაქეები და არა რეჟიმი, ასევე მოითხოვენ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და თანამოქალაქეებს შეუგუებლობისკენ მოუწოდებენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“.

„ამ ქვეყანაში აღარ დარჩა ინსტიტუცია, რომელიც მე თავს დაცულად მაგრძნობინებს. არაფერი დაგვრჩენია მოქალაქეებს გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ, ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის, ვიბრძოლოთ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ მშვიდობისთვის იბრძვის ეს ხალხი, რომელიც დგას რუსთაველზე და არა ის ხალხი, რომელმაც წინასაარჩევნო დაპირებად გვიფრიალა ეს სიტყვა. ჩვენ გავიფიცეთ და იმედი მაქვს, რომ ეს სხვა პროფესიის ადმიანებისთვისაც იქნება გადამდები, რადგან გაფიცვა არის ყველაზე მშვიდობიანი და ეფექტური ხერხი უსამართლობის და ბოროტების წინააღმდეგ“,- თქვა მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა, რომელიც საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს.

„ვითხოვთ სამართლიანობას, ყველა საქმის გამოძიებას, რისი იმედიც ამ რეჟიმის პირობებში არ გვაქვს, რადგან საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ აცილებდნენ ნიღბიანებს პოლიციელები ისე, რომ მათ თვალწინ ხდებოდა დანაშაული და მათ რეაქცია არ ჰქონდათ არანაირი. ვნახეთ, როგორ დააფარეს ხელი მოძალადეებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც არის დიქტატურა, დფიქტატურას ვერ შევეგუებით. ვითხოვთ არჩევნებს, ვითხოვთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებას და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას“, - თქვა ბაჩო საჯაიამ.

„ფაქტობრივად პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - საბჭოთა კავშირში დაბრუნება. მე ვებრძვი ამას, რომ ჩემმა შვილებმა არ იცხოვრონ ასეთი ერთპიროვნული მმართველის, დიქტატურის ქვეშ და იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია. ჩვენ უნდა ვიყოთ შემართებით...ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია!“,- თქვა მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ.

მსახიობები მსვლელობას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაასრულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S