Accentnews.ge
ნონა ქურდოვანიძე: აქციის ნიღბიანი მონაწილეები კი არ ქმნიან პრობლემას, პრობლემას ქმნის ნიღბიანი საპოლიციო ძალების წარმომადგენლების დაუსჯელობა

ნონა ქურდოვანიძე: აქციის ნიღბიანი მონაწილეები კი არ ქმნიან პრობლემას, პრობლემას ქმნის ნიღბიანი საპოლიციო ძალების წარმომადგენლების დაუსჯელობა

09/12/2024 11:40:22 საზოგადოება

"აქციის მონაწილეები ნიღბებს იყენებენ თავის დასაცავად. ამის აკრძალვას აპირებს ქართული ოცნება. ნიღბიანი აქციის მონაწილეები კი არ ქმნიან პრობლემას, პრობლემას ქმნის ნიღბიანი საპოლიციო ძალების წარმომადგენლების დაუსჯელობა, რომლებიც აწამებენ ადამიანებს. რატომ არ ასრულებენ საერთაშორისო ვალდებულებას და არ აინიცირებენ კანონს, რომლითაც სავალდებულო გახდებოდა ნიღბიანი სამართალდამცავებისათვის სპეციალური ამომცნობი ნომრების მინიჭება? ასეთი ნომრების პირობებში, საგამოძიებო სამსახურები ვეღარ იტყვიან, რომ ვერ სპეცრაზმელს ნიღაბი ეკეთა და ამოცნობა ვერ ხერხდებაო", – ამის შესახებ საიას–ს ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიზე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაჩქარებული წესით მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S