Accentnews.ge
დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ ამბობს, რომ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია შეეზღუდა“

დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ ამბობს, რომ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია შეეზღუდა“

09/12/2024 12:09:11 საზოგადოება

დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ ამბობს, რომ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია შეეზღუდა“.

„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია „გორგიას“ განცხადებაში.

„გორგია“ გასულ დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ კომპანიას საწყობში ჰქონდა სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები, თუმცა ისინი „მომხმარებლებს გადაუმალა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S