Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: აშშ ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები

აშშ-ის საელჩო: აშშ ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები

09/12/2024 14:42:33 პოლიტიკა

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე,- ხაზგასმულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ნაცემი ჟურნალისტების მონახულების შემდეგ.

საელჩო მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებასა და შესაძლო სანქციებზე.

"დღეს ელჩმა დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის" გუნდის წევრები მოინახულეს. ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S