Accentnews.ge
18 წლის სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს

18 წლის სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს

09/12/2024 14:57:28 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლის აქტივისტს სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

როგორც ცნობილია, სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, 8 დეკემბერს დააკავეს, როგოტც იტყობინებიან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა.

სანდრო ქინქლაძე პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

სასამართლომ აქციებზე დაკავებულ საბა ჭანკვეტაძეს 2200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ლუკა კოტიაშვილს - 2000 ლარიანი ჯარიმა, დავით ხარაიშვილს, ბესო ლიპარტელიანს, თორნიკე ბერაძეს და ლუკა გაბედავას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.

ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S