
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
09/12/2024 15:53:49 საზოგადოება
ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
მან შსს-ს წარმომადგენელს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოსთხოვა.
"დარეკა კრიმინალურმა, დაბარება გვინდაო. სასამართლოში გამოკითხვა მოვითხოვე და კარგი, მივმართავთ ხვალ ან ზეგ დაგიბარებენო. მუხლი არ ვიცი, დამავიწყდა კითხვა ამ შფოთში და ხვალ დავაზუსტებ. ოღონდ სულ გენაცვალე-ჭირიმეთი მელაპარაკა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დამსახურებით.
მადლობა ყველას მემილიონედ გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის. დავწერ აფდეითებს უკვე დრო და მუხლი რომ მეცოდინება", - წერს მარიამ ნიკურაძე "ფეისბუქზე".
7 დეკემბერს ნიკურაძე ამბობდა, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ: „ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“.