
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
17/02/2020 16:49:41 საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კომიტეტის 8 წევრმა მიიჩნია, რომ შეესაბამება. მეორე კითხვა შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას. მის კანდიდატურას კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა.
"რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად", - განაცხადა შოთაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის: ხვალ შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან „სირცხილის დერეფნის“ მოწყობას აანონსებს.