
მე-12 დღეა, პროტესტი გრძელდება, რუსთაველი გადაკეტილია
09/12/2024 16:52:17 საზოგადოება
მე-12 დღეა, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტოდ.
მათი მთავარი მოთხოვნა აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
არაერთი დაკავებული საუბრობს მათ წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე. პასუხისგებაში მიცემულებს შორის არ არიან პოლიციელები.