Accentnews.ge
მეზვრიშვილი: ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება

მეზვრიშვილი: ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება

09/12/2024 17:32:51 პოლიტიკა

"პოლიციის კანონში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება ამ სტუქტურაში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ამჟამად პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილი.

"როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების ოფიციალურად მიღება გადაწყვიტა და ამით არის გამოწვეული ცვლილება პოლიციის კანონში. ამ ცვლილებით ყველა, ვისაც ფეხი აუცდება, პოლიციელი გახდება. მიღების კრიტერიუმებს ვაფართოვებდით (იურიდიული განათლება დავუმატეთ) და ესენი საერთოდ წინაპირობებს ხსნიან.

ეს ცვლილება ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ანუ, პროტესტი სწორად ვითარდება, უნდა გაორმაგდეს და მთელი საქართველო მოიცვას",- ამბობს მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. ამას “პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ამ ცვლილებებით მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.

პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S