
"ქართული ოცნება" საჯარო სექტორში რეორგანიზაციას ამარტივებს
09/12/2024 17:43:22 პოლიტიკა
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის "გაჯანსაღებას".
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა. "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული "წაკითხულის გააზრების პრობლემას" დაუკავშირდა და "პროცესის ბოლომდე მიყვანა" დააანონსა.