
"დაფიონი": ქუჩიდან გაიტაცეს ადამიანი, რეპრესიები გრძელდება
09/12/2024 18:11:13 საზოგადოება
"ქუჩიდან გაიტაცეს ადამიანი, რეპრესიები გრძელდება",- იტყობინება ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი".
საქმე იმაშია, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ მოქალაქე კონსტანტინე ჩახუნაშვილის მეგობრები იუწყებოდნენ მისი გაუჩინარების შესახებ.
"ვერ ვუკავშირდებით 50 წუთია. აქციაზე იყო და ახლა არ ვიცით სად არის",- წერდა "დაფიონი".
მოგვიანებით მისი მიტოვებული ავტომანქანა მეგიბრებმა ნუცუბიძის ქუჩაზე იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის დაკავებულია.
განახლება
მოძრაობა "ჯიუტის" წევრი, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, შსს-ს ცნობით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.