Accentnews.ge
ნიკა კაციას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

ნიკა კაციას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

09/12/2024 19:24:53 საზოგადოება

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2- თვიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბიბს, რომ ის პრაქტიკკულად საკუთარ სადარბაზოსთან აიყვანეს - კაცია ჩაჯდა ტაქსიში, მას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩაუსხდნენ და მიმართულება შეიცვალეს. შემდეგ სხვა მანქანაში გადაისვეს, ქუჩაში გაჩხრიკეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. ამასთან, ჩხრეკის ამსახველი ვიდეო არ არსებობს.

ამასთან, როგორც ადვოკატს კაციამ უამბო, პოლიციის თანამშრომლები მას მხოლოდ აქციებში მის მონაწილეობაზე ესაუბრებოდნენ, ხოლო ბრალი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

დღეს 9 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე კაცია თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.

"არ ვიცოდი, რატომ დამაკავეს. 14 გრამი კოკაინი რომ ჩამიდეს, ამაზეც მეცინება, შემობრუნებული 41-ია",- თქვა სასამართლო სხდომაზე ნიკა კაციამ და დაამატა "ახსენეს პაკეტი, ამ დროს მაშინვე მივხვდი, რომ იმ ჩადებაზეა ლაპარაკი, რომელიც მეგონა, რომ დღევანდელ სამყაროში აღარ იყო".

კაციასთვის წარდგენილია ბრალდება მისი დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ.

ადვოკატის ნინო ლომინაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S