Accentnews.ge
აქციიდან შინ მიმავალ გზაზე კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

აქციიდან შინ მიმავალ გზაზე კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

09/12/2024 22:24:36 საზოგადოება

მეტროს სადგურ "რუსთაველის" მიმდებარედ მოქალაქე გიორგი ნადარაია დააკავეს.

როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს.

"გიორგი ესაუბრებოდა უბრალოდ, "გამაგებინეთ, რატომ მჩხრეკთო", ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. იქცეოდნენ ძალიან უხეშად, ხელს გვკრავდნენ",- ამბობს ერთ-ერთი მეგობარი და დასძენს, რომ პროცესის გადაღების უფლებას საპოლიციო ძალები არ აძლევდნენ.

მათთვის უცნობია როგორც დაკავების მიზეზი, ასევე მიმართულება, თუ სად გადაიყვანეს მოქალაქე.

გარდა ამისა, მოქალაქეები იტყობინებიან, რომ კოსტავას გამზირზე, სასტუმრო "სტამბასთან" მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები ნიღბებით და მოქალაქეებს ჩხრეკენ.

ასევე იუწყებიან რამდენიმე მოქალაქის დაკავების შესახებაც, მათ შორის, მოქალაქე გიორგი მსხილაძის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S