Accentnews.ge
საია: თბილისსა და ქუთაისში ნაშუაღამევს სამ საათში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს

საია: თბილისსა და ქუთაისში ნაშუაღამევს სამ საათში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს

10/12/2024 05:03:42 საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, 10 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე შუალედში, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს.

„ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლსი წესით არის დაკავებული“, - წერს ქურდოვანიძე ფეისბუკზე.

მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს გაგებას, თუ სად გადაიყვანეს დაკავებულები.

„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება“, - წერს იგი.

10 დეკემბერს, ნაშუაღამევს – 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S