Accentnews.ge
"ნაბეღლავი": კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით, ვგმობთ ძალადობას

"ნაბეღლავი": კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით, ვგმობთ ძალადობას

10/12/2024 07:49:29 საზოგადოება

კომპანია "ნაბეღლავი" ემიჯნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, გმობს მომიტინგეებზე ძალადობას და ხაზს უსვამს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულებას.

"სს ,,წყალი მარგებელი" უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით.დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით. ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S