
ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ
10/12/2024 08:43:45 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მყოფ 8 დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამის დადგენილების პროექტებს კენჭი „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს და მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს.
ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა. პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ღარიბაშვილი. ხოლო მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
განახლება:
„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ.