
"დაჭერით შეშინებული ოპოზიცია არ მინახავს"
17/02/2020 17:56:56 ციტატა
"ქართული ოცნება" უშვებს შეცდომებს და ეს მას არ წაადგება წინასაარჩევნო პერიოდში. მე არ მინახავს დაჭერით შეშინებული პოლიტიკური ოპოზიცია. ვერ შეაშინებ! ასეთი რამ არ ხდება. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაბის დროს, პირადად მე 10–ჯერ ვარ დაპატიმრებული იმის გამო, რომ ხან დროშა გამომქონდა, ხან მიტინგს ვატარებდი. პირიქით, გამოწრთობა ხდება ადამიანების. ვფიქრობ, ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს".
ამის შესახებ "კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შეფასებისას "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.