Accentnews.ge
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ ჯგუგური ძალადობის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს გამოკითხვაზე

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ ჯგუგური ძალადობის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს გამოკითხვაზე

10/12/2024 09:41:07 საზოგადოება

ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ სასამართლოში დღეს დაიბარეს მოწმის სახით გამოკითხვაზე. საუბარია სისხლის სამართმებრივ საქმეზე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება. ამ მუხლებით კრიმინალური პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

"დღეს, 15:00 საათზე ვარ სასამართლოში დაბარებული მოწმის სახით სსკ-ის 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და სსკ-ის 239 ​პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებაზე",- ამბობს ჟურნალისტი.

11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიკურაძეს კრიმინალური პოლიციიდან დაუკავშირდნენ გამოკითხვაზე დაბარების მიზნით. მან მოსამართლის თანდასწრებით გამოკითვა მოითხოვა.

7 დეკემბერს ნიკურაძე ამბობდა, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ: „ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S