Accentnews.ge
მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა: "სირცხვილია! ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!"

მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა: "სირცხვილია! ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!"

10/12/2024 09:42:31 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა.

"სირცხვილია, მეტი სათქმელი არაფერია. ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!“, - ასე გამოეხმურა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი ხსენებულ შეხვედრას.

ევროკავშირის ელჩს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიც აკრიტიკებს.

„გრცხვენოდეთ, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

"ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას.

„ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? ეს მიუღებელია“, - წერს კოლსი სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

9 დეკემბერს გავრცელებული რელიზის მიხედვით, პაველ ჰერჩინსკიმ დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხოლო მაკა ბოჭორიშვილმა წუხილი გამთქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული "პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება".

"საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას.კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე: ევროკავშირის ელჩი: რაც ბოლო 12 დღეა, ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S