Accentnews.ge
SJC: ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით

SJC: ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით

10/12/2024 10:05:45 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (SJC) განცხადებით, "10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა… საგანგაშოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ სიმბოლურ დღეს სწორედ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და დევნის, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების აგრესიული მცდელობისა და სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის პირობებში ვხვდებით“.

„10 დღეზე მეტია თბილისი და სხვა ქალაქები მასობრივმა და უწყვეტმა მშვიდობიანმა პროტესტებმა მოიცვა. მოქალაქეები, ერთი მხრივ, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპულ ინტეგრაციაზე ღია უარს, მეორე მხრივ კი, აგრესიული ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რომელიც ცდილობს ადამიანები რეპრესირების, დასჯის და სიცრუის ტექნოლოგიებით მართოს, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და საჯარო სივრცეები კი სრულად დაიმორჩილოს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ავტორიტარიზმის მიზანი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ქონა, არამედ არსებული ეკონომიკური რესურსების სრული კონტროლი, ოლიგარქიული ინტერესების გატარება და გამდიდრებაა.

ძალადობრივი და მჩაგვრელი რეჟიმის გაფორმებას საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო წინააღმდეგობითა და თვითორგანიზებით უპირისპირდებიან. “ქართული ოცნების” მიერ გამოყენებული ფართომასშტაბიანი და სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეები არ წყვეტენ მშვიდობიან პროტესტს და დემონსტრაციებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უერთდება მოქალაქეების მშვიდობიანი წინააღმდეგობის პროცესს და შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვისთვის".

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S