Accentnews.ge
სახალხო დამცველი:  მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა

სახალხო დამცველი:  მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა

10/12/2024 10:45:33 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა.

"გამოხატვის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს. მოქალაქეების უფრო დიდი ჯგუფი რუსთაველზე სამართლიან პროტესტს გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ. ასეთს ჰქონდა ადგილი და ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოხატვა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S