Accentnews.ge
აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

10/12/2024 11:25:50 საზოგადოება

7 დეკემბერს დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახობაძეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახობაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის ამბობს, აქციიდან სახლში მიდიოდა, როცა პოლიციამ დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ასევე ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები "ჩაუდო".

ახობაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S