
პაატა სალია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხდება
10/12/2024 11:31:50 პოლიტიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება.
ის ამ დრომდე არის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" დირექტორი. ამ შპს-ს ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" 10%-იანი წილი.
10 დეკემბერს, პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს: ირაკლი კობახიძეს (პრემიერ-მინისტრი); მაკა ბოჭორიშვილს (საგარეო საქმეთა მინისტრი); ანრი ოხანაშვილს (იუსტიციის მინისტრი); დავით სონღულაშვილს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) ; მარიამ ქვრივიშვილს (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე); ბიძინა ივანიშვილს („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე); ირაკლი ღარიბაშვილს („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე); მიხეილ ყაველაშვილს („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი).