Accentnews.ge
გუნცაძე: ყველგან დავდივარ არა მხოლოდ ანდროს გამო - ვთვლი, რომ ვინც ციხეშია, ვინც დასახიჩრებულია, მათი დედაც ვარ

გუნცაძე: ყველგან დავდივარ არა მხოლოდ ანდროს გამო - ვთვლი, რომ ვინც ციხეშია, ვინც დასახიჩრებულია, მათი დედაც ვარ

10/12/2024 13:26:36 საზოგადოება

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები კინოს სახლთან შეიკრიბნენ.

მათ კინოაკადემიის პრეზიდენტთან ნიკა აბრამიშვილთან შეხვედრა სურთ სამი ძირითადი მოთხოვნით - დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მხარდაჭერა გამოხატოს ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების მიმართ და ასევე, გაიხსნას კინოს სახლის კარი აქციების მონაწილეებისთვის, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში თავი შეაფარონ შენობას.

"არ ვიცი, სხვაგან სად უნდა ვიყო, თუ არა აქ",- თქვა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, რომელიც აქციაზე იმყოფება.

აქციაზე იმყოფება აქციებთან დაკავშირებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა.

"ყველგან დავდივარ და არ დავდივარ მარტო ანდროს გამო, ყველა ვინც არის დაზარალებული, ვინც ციხეშია, ვინც დასახიჩრებულია, მე ვთვლი, რომ მათი დედაც ვარ, მე ვერ გამტეხავს ვერავინ"- თქვა ლიკა გუნცაძემ.

ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული პროტესტი. უფლებადამცველების ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ არის 461 დაკავებული, 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, 31 - სისხლის სამართლის ბრალდებით საფუძველზე. მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ - ჯარიმები მერყეობს 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე და ასევე ისინი იყენებენ პატიმრობასაც 4-დან 14 დღემდე. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S