Accentnews.ge
პრეზიდენტმა ODIHR-ს მიმართა, მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია საქართველოში

პრეზიდენტმა ODIHR-ს მიმართა, მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია საქართველოში

10/12/2024 14:44:38 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ODIHR-ს მიმართა, მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია საქართველოში. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არა ერთი ანგარიში მომზადებული აქვთ, მაგრამ ფორმალურად საჭირო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ყველა ამ ორგანიზაციებს მიმართოს. ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი; გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში; გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრების თავისუფლების საკითხებში; გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში; დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი; ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი; ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი. ამ ადამიანებს დღეს უკვე ვრცელი წერილი გაეგზავნა, რომელიც არის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა იმისა, რომ ODIHR–ის დირექტორმა სპეციალური მონიტორინგის მისია სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად მოავლინოს, რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც ეს მანდატი აქვს, რომ გააგზავნოს ქვეყნებში სწორედ ამ პროცესების დასასწრებად, თავიანთი სპეციალური მისია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S