Accentnews.ge
PACE–ს მომხსენებლები: დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

PACE–ს მომხსენებლები: დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

10/12/2024 15:22:54 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

"საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე ისევე, როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ ჩხრეკებზე. აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია. ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. [...] როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია”, - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში.

მომხსენებლებმა ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, "სრულადფასოვნად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი".

“ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწისში ჩამოვლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S