
შსს-მ მეტროს სადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
10/12/2024 16:53:01 საზოგადოება
შსს-მ მეტროს სადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.
მანამდე სხვადასხვა მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მეტროს სადგურში მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.