Accentnews.ge
სიიარტო: უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას

სიიარტო: უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას

10/12/2024 17:16:26 პოლიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ 10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.

9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას".

მან ისაუბრა პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, რასაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება და თქვა, რომ იმედოვნებს, წევრ ქვეყნებს დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S