Accentnews.ge
მილერი: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ გამოცხადებას

მილერი: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ გამოცხადებას

11/12/2024 04:31:45 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა".

მისი თქმით, ვაშინგტონი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით.

"ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვიღეებთ, იმ დროში, რომელიც ამ ადმინისტრაციას დარჩა და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ ახალ პოტენციურ სანქციებზე, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ ან საქართველოში პირების წინააღმდეგ შემოვიღებთ. ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს მიმართულების ცვლილებაზე, რონელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა. ნახეთ [სახელმწიფო] მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებისთვის - მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით. რაც შეეხება იმას, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ მათ გამოცხადებას", - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S