
გახარია – "ოცნებაზე": "შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს"
11/12/2024 04:41:54 პოლიტიკა
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა.
"შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს. ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, "მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“.
"ეს “ოცნება“ რაც არის ყველასთვის გასაგებია. ჩვენი დღის წესრიგი მარტივია - არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია, ქუჩაში უნდა იყოს მუდმივი წნეხი, სერთაშორისო საზოგადოება უნდა მოგევხმაროს ტარგეტირებული სანქციებით. პირველი ფაზა ძალიან კარგად გავიარეთ და ამ შედეგსაც მივაღწევთ. ამის შემდგომ უკვე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ სისიტემური კრიზისის შედეგებს მინიმალური ასახვა ჰქონდეს ჩვენს მოქალქეებზე. შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქევაყნაში მოქალაქეების უფლებები არ უნდა იყოს დაზარალებული. ამ დეფაქტო ხელისუფლებას თავიანთი ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი ადარდებთ, ეს უნდა გაგრძელდეს, ვიდრე არ დაჯდებიან და დამიჯერეთ, რომ დაჯდებიან. ჩვენ კარგად მივდივართ, ერთადერთი, არ უნდა დავუშვათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს ეს ყველაფერი. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. [...] მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, როგორც მივაღწევთ ამას, ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა. ოცნება იმდენად აარაადეკვატურად იქცევა, რომ ყველაფერია მოსალდონელი. როცა არაფორრმალურ დაჯფგუფებებს ნირაბს ჩამოაცმევ, მისცემ დაუსჯელობის პირობას და ქუჩაში გამოიყვან, რომ მოქალაქეებზე იძალადოს, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილი გაქვს“, - განაცხადა გახარიამ.