
ომბუდსმენი: შევხვდით დაკავებულ და ჰოსპიტალიზებულ 352 ადამიანს, აქედან 226 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ხილული დაზიანებები
11/12/2024 15:03:33 საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს.
მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.