12-12-2024 09:59:55 კავკასია
რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოზე შეტევა იყო სულ მცირე ერთი უპილოტო საფრენი აპარატით.
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო მამამისის სახელობის სპეციალური პოლკი.
კადიროვის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „რუსეთის გმირის, ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური პოლკის" ყაზარმების თავზე უკრაინული დრონი „ჩამოაგდეს“, რის შედეგადაც „მსუბუქად დაიჭრა ყარაულის ოთხი მებრძოლი“.
კადიროვი ამბობს, რომ დაზიანებულია ყაზარმის შენობის სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები.
უკრაინას გროზნოზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. დღემდე კადიროვმა ორჯერ აღიარა ჩეჩნეთზე დრონებით შეტევის ფაქტი.