Accentnews.ge
აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ნაწილი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ნაწილი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

12/12/2024 06:23:10 საზოგადოება

"მოძრაობა - აფხაზეთისთვის" მანიფესტს ავრცელებს.

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის (300 წევრიდან) ხმოსნობა. რაც არ გაძლევთ სამართლებრივ უფლებას მიიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა, აგრეთვე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა აშშ-მა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის გარანტია.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს.

ქვეყნის ,,მთავარსარდლის’’ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას.

ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები !!!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S