Accentnews.ge
გოგებაშვილის ახლობელი: შეეფარდა 7-დღიანი პატიმრობა, დაკავების მიზეზია "სიტყვიერი შეურაცხყოფა კალაძის მიმართ"

გოგებაშვილის ახლობელი: შეეფარდა 7-დღიანი პატიმრობა, დაკავების მიზეზია "სიტყვიერი შეურაცხყოფა კალაძის მიმართ"

12/12/2024 06:43:36 საზოგადოება

9 დეკემბრის ღამეს დაკავებული პროევროპული აქციების მონაწილეს ლაშა გოგებაშვილს და მის მეგობარს მოსამართლემ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

"ჩატარდა ლაშას და გოჩას სასამართლო პროცესი. მოუხსნეს ნაძვის ხის დაზიანების ბრალდება და შეეფარდათ 7 დღიანი პატიმრობა. დაკავების მიზეზი არის სიტყვიერი შეურაცხყოფა კალაძის მიმართ (ჰაერზე წამოტყორცნილი სიტყვები "კალაძეს ხო მაინც შევუსრულე"), რისი დამამტკიცებელი საბუთი მეორე მხარის მოწმეებს არ ჰქონიათ, ვერც ექნებოდათ). ანუ დამკავებლების მიმართ კი არა, კალაძის მიმართ შეურაცხყოფაზეა საუბარი. სად გადაიყვანენ არ ვიცით. ორივე ბრალდებულის მოწმეები აძლევდნენ ცრუ ჩვენებებს, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა გარემოებები",- იტყობინება დაკავების თვითმხილველი ნინო გიკაშვილი.

ადვოკატმა დაკავებულების მონახულების შემდეგ თქვა, რომ მათ დაზიანებები აღენიშნებათ.

თავად დაკავების მომენტს შემდეგნაირად აღწერს თვითმხილველი:

"დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა ლაშას და გოჩას დაკავება (გატაცება) როდესაც ჩემი მანქანით სახლში უნდა წამოვსულიყავით. ავტომობილი ჩაგვიკეტა ორმა შკოდამ, დაახლოებით 10-15 შავებში ჩაცმული გადმოვიდა. შეშინებულმა ავტომატურად ჩავკეტე მანქანის კარი, რომ გავქცეულიყავით და არ დავეზიანებინეთ, თუმცა ფიზიკურად ამის საშუალება აღარ მოგვეცა, ყველა მხრიდან კრუგი შემოგვარტყეს, ცდილობდნენ ოთხივე კარის გაღებას და რომ მივხვდი მანქანას ჩალეწავდნენ, გადავედით რამოდენიმე წამში. გაგვიჩხრიკეს ავტომობილი ძირფესვიანად, ჩამოგვართვეს პირადობები და ბიჭებს ტელეფონები, გადაგვიღეს ფოტოები. 3 ბიჭიდან ერთი მალევე გადმოსვეს მანქანიდან, ჩემზეც კითხეს "მძღოლი თუ გვჭირდებაო" და "არა, ეგ გოგო არაო". მოკლედ ლაშა და გოჩა ცალ-ცალკე მანქანებში ჩაყარეს და პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს. არაფერი არ უთქვამთ, რისთვის ან რატომ გვჩხრეკდნენ, რა მიზნით მიყავდათ ბიჭები. დაახლოებით 2 საათ ნახევრის მერე გამოაჩინეს და გადაიყვანეს დიღმის იზოლატორში. ადვოკატს დღეს ვესაუბრე და "არიან ნაცემები, ოღონდ არც ისე რომ სასწრაფოს ჩარევა დაჭირდეთო", ანუ "მსუბუქად" ნაცემები. ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას რომელსაც ადგილი არ ქონია. იმდენად შოკში ვიყავით ოთხივე, წინააღმდეგობაც ვერ გავუწიეთ.დღეს შევუგზავნეთ საკვები და თითო ხელი ტანსაცმელი. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი თავს ნორმალურად გრძნობენ. ვიმედოვნებთ ხვალ გამოუშვებენ უვნებლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S