Accentnews.ge
"ადრე 200 „ნაცი“ იდგა აქციებზე, 150 სად გაქრა - ვერ გავიგე“

"ადრე 200 „ნაცი“ იდგა აქციებზე, 150 სად გაქრა - ვერ გავიგე“

18/02/2020 08:29:07 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დღეს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმიანება და ყურადღებას მომიტინგეთა პროტესტის მიზეზის ნაცვლად,, კვლავ რაოდენობაზე ამახვილებს.

"ადრე 200 „ნაცი“ იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა - ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის. "ნაცმოძრაობას" უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას. თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გენპროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე „პროფესიონალია“:

„რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს“.

ირაკლი კობახიძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ოპოზიციის აქციებზე მხოლოდ "60 –დან 200–მდე "ნაციონალი" იკრიბება".

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოაწყვეს და განმარტავენ, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.

გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

მმართველი გუნდის რიგ წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ოპოზიციის აქციებზე მხოლოდ "60 –დან 200–მდე "ნაციონალი" იკრიბება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S