Accentnews.ge
კვიტაიშვილი: ამ დრომდე არ მომხდარა ჩემი გამოკითხვა

კვიტაიშვილი: ამ დრომდე არ მომხდარა ჩემი გამოკითხვა

12/12/2024 07:59:26 საზოგადოება

„კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე არ დაინტერესებულა გამოძიებაზე მასზე განხორციელებული თავდასხმით.

"მიუხედავად არაერთზის მოთხოვნისა, რომ დამკავშირებოდა გამომძიებელი, ამ დრომდე არ მომხდარა ჩემი გამოკითხვა. ადვოკატი უკვე განცხადებით მიმართავს, თუმცა ესეც შეიძლება ფორმალობად იქცეს, ამ მართლმსაჯულების პირობებში აზრს კარგავს ადამიანეის ობიექტური მოთხოვნა, განხორციელდეს მართლმსაჯულება",- თქვა კვიტაიშვილმა.

ის დღეს სასამართლოში მივიდა, სადაც აქციების დროს დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს:

"პოზიტიური მოლოდინი არ არსებობს, მოვედი ერთადერთი მიზეზით, რომ ამ სახით მნახოს მოსამართლემაც, საზოგადოებამაც - რომ დასახიჩრება, ცემა, დარბევა ერთადერთი ხელმწერაა ამ ხელისუფლების".

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნინო კვიტაიშვილს "ტიტუშკის" მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

მოგვიანებით კვიტაიშვილმა დაწერა: "მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში".

გამოძიება აქტიურად იბარებს გამოკითხვაზე აქციების მონაწილეებს, ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქციებზე დაკავებულთა პროცესები. მოსამართლე იყენებს მკაცრ სანქციებს - ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, იშვიათ შემთხვევაში - გაფრთხილებას.

28 ნოემბრის შემდეგ 500-მდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა უმრავლესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებაზე. მათ აღენიშნებათ მძიმე დაზიანებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S