Accentnews.ge
სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა

12/12/2024 08:17:41 საზოგადოება

სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ, თუმცა, ის 10 იანვრამდე გადაიდო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილმა პროკურორმა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მოითხოვა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S