Accentnews.ge
ფინანსისტები ერთობლივი განცხადებით ემიჯნებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას და დემოსნტრანტებზე ძალადობას

ფინანსისტები ერთობლივი განცხადებით ემიჯნებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას და დემოსნტრანტებზე ძალადობას

12/12/2024 08:25:11 საზოგადოება

ფინანსისტების და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულების მოთხოვნით.

ამასთან, განცხადებაში დაგმობილია დემონსტრანტებზე ძალადობა.

"ჩვენ, ქართველ ფინანსისტებს, აუდიტორებს, ბანკირებს, ბუღალტრებს, ინვესტიციების მართვის სპეციალისტებს და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებს, გულწრფელად გვწამს, რომ საქართველოს განვითარება უნდა წარიმართოს ევროატლანტიკური კურსით, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ერთი დღით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან. მოვითხოვთ კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის აღსრულებას.

ჩვენ ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს და დაკავებული პირების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვითხოვთ ამ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დევნის შეწყვეტას და საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით გარანტირებული შეკრებების და მანიფესტაციების უფლების განხორციელების უზრუნველყოფას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც, ამ დროისთვის, 80-ზე ადამიანი აწერს ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S