Accentnews.ge
ქეთი მელუა: ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში

ქეთი მელუა: ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში

12/12/2024 09:16:00 საზოგადოება

"მართალია, მე დიდი ხანია, საქართველოდან წამოსული ვარ, მაგრამ ამას ვწერ გულით. უზომოთ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში, ყოველ დილას ვუყურებ ახალ ამბებს და სოციალურ ქსელებს. ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში. ევროპის პრინციპები ახმოვანებს ადამიანის თავისუფლებას და ერთი ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისმას, ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს პრინციპები ჩემთვის იდენტიურია ქართულ კულტურასთან. მე სულ ვხედავდი ამ პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ურთიერთობა მეზობლებს შორის, მეგობრებს შორის და სხვადასხვა რელიგიის ადამიანების შორის", – ამის შესახებ მომღერალმა ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის: მე–15 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S