
გიგი გიგიაძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს ცალსახად ესმით, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია
12/12/2024 10:33:23 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები ძალიან დეტალურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - მათ ცალსახად ესმით, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი.
მისი დაკვირვებით, პარტნიორები ზუსტად აღიქვამენ პროცესებს, რომელიც საქართველოში ვითარდება და სწორედ არქმევენ საკუთარ სახელს.
„ვაგრძელებთ ძალიან ახლო მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გვინდა მოგახსენოთ, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. 28 ნოემბრიდან დღემდე, საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების თუ კერძო პირების მხრიდან გაკეთდა ქართველი ხალხის მხარდამჭერი 40-ზე მეტი განცხადება. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში კარგად ესმით და კარგად არიან ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში. ისინი ცალსახად მხარს უჭერენ ქართველ ხალხს. ისინი აპროტესტებენ იმ კანონდარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში მანძილზე საქართველოში,“ - განაცხადა გიგიაძემ ბრიფინგზე.