Accentnews.ge
ვაშაძე: პროტესტში ვიქნებით 13 და 14 დეკემბერს, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ხალხის წარმომადგენლად

ვაშაძე: პროტესტში ვიქნებით 13 და 14 დეკემბერს, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ხალხის წარმომადგენლად

12/12/2024 10:49:37 პოლიტიკა

ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის საქართველოს პრეზიდენტი - რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კოლეგებთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან.

მას მნიშვნელოვნად მიაჩნია, პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია გავაჟღერეთ დღეს: არ ვცნობთ, არალეგიტიმურია ის, რაც ახლა ხდება. ასევე, არ ვცნობთ იმ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად. ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს და მიგვაჩნია ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, რა პროცედურაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიქნებით პროტესტში 13 დეკემბერსაც და 14 დეკემბერსაც. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ და პროტესტმა ახალი რაოდენობრივი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენ გვექნება პრეზიდენტთან საუბარი, გვექნება სხვა კოლეგებთან საუბარი“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S