Accentnews.ge
ირმა სოხაძე: ამასთან შეგუება არ შემიძლია! აბსოლუტურად ყველა ზღვარი გადალახულია!

ირმა სოხაძე: ამასთან შეგუება არ შემიძლია! აბსოლუტურად ყველა ზღვარი გადალახულია!

12/12/2024 11:20:30 საზოგადოება

ხელოვანები სახელმწიფო კონსერვატორიის მიმდებატე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

ისინი საპროტესტო აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ შორის, კონსერვატორიის სტუდენტის ანრი კაკაბაძის.

მსვლელობაში მონაწილეობს მომღემარი ირმა სოხაძეც.

"არც მახსოვს, ბოლოდ როდის ვიყავი აქციაზე, ალბათ, 9 აპრილის შემდეგ არც ვყოფილვარ, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ყველა უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ძალიან აღშფოთებულები, მოტყუებულები და გაწბილებულები ვართ. ასე თავი არასდროს არ მიგრძვნია. დღეს კონკრეტული ჩვენი მოთხოვნა ეხება ამ ფანტასტიურ ახალგაზრდას, მართლა დიდი მომავლის მქონე პიანისტს, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. სრულიად უკანონოდ, უსამართლოდ არიან დატყვევებული ახალგაზრდები!. რას ითხოვდნენ ეს ბავშვები? კონსტიტუციის აღსრულებას - 78-ე მუხლის დაცვას. იმ კურსიდან არგადახვევას, რომელიც ჩვენ გვეგონა და გვჯეროდა, რომ კონსტიტუციით გვქონდა გარანტირებული. ნაცვლად იმისა, რომ მოხვიდე აზრზე, ბოდიში მოუხადო შენს მოსახლეობას და გამოასწორო ეს არ ვიცი რით განპირობებული შეცდომა, იჭერ ახალგაზრდებს. ეს ფანტასტიური ბავშვები თურმე ახალ წელს და შობას ციხეში უნდა შეხვდნენ! რა დააშავეს? ეს არის აუტანელი! მე ამასთან შეგუება არ შემიძლია! აბსოლუტურად ყველა ზღვარი გადალახულია! თუ ვინმეს დარჩა იმის ენერგია, ტვინი თუ უტვინობა, რომ თურმე კეთლი ზრახვები აქვს ხელისუფლებას, მათ სინდისზე იყოს",- თქვა ირმა სოხაძემ.

ბათუმში ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით გუშინ პატიმრობა შეუფარდეს დეკანს და 4 სტუდენტს. ერთ-ერთი დაკავებული 21 წლის ანრი კაპანაძეა, რომელიც არის თბილისის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი, პანისტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S