Accentnews.ge
შოთაძის კანდიდატურას კენჭს განხილვის გარეშე უყრიან

შოთაძის კანდიდატურას კენჭს განხილვის გარეშე უყრიან

18/02/2020 08:20:24 საშინაო პოლიტიკა

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილავენ და საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა.

აღნიშნული ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ.

ოხანაშვილის თქმით, გუშინ კომიტეტის სხდომაზე 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ შოთაძეს, პროცესი „ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით“ ჩატარდა და „დღეს მიზანშეწონილი აღარ არის, ეს საკითხი პოლიტიკურ თემად იქცეს":

„ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად“.

ცნობისთვის: გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. სხდომის პარალელურად თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოაწყვეს და განმარტავენ, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S