Accentnews.ge
ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა: ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ

ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა: ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ

12/12/2024 11:26:37 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას სთხოვს. ამის შესახებ მან პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც პროტესტს არა მხოლოდ თბილისის, არამედ სხვა ქალაქების ქუჩებში გამოხატვენ, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.

ასევე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.

„პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S