
აქტივისტი: აბაშიძეზე გაიტაცეს ვატო ბჟალავა, ძაღლს ასეირნებდა და ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს
12/12/2024 12:33:19 საზოგადოება
აქტივისტი ნათია ჩიქოვანი აცხადებს, რომ „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ვატო ბჟალავა სავარაუდოდ, დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული.
„რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!“,- წერს ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.