Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

12/12/2024 12:46:19 საზოგადოება, რეკლამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, "თეა ახვლედიანმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტები, განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამყოფი ხაზებით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S