
"შოთაძე პროფესიონალია, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია"
18/02/2020 09:02:19 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გენეპროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე "პროფესიონალია, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია".
„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“,- განუცხადა საკანონმდებლო ორგანოში მისულმა პრემიერმა ჟურნალისტებს.
დღეს გახარია პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრება.
ცნობისთვის: გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. სხდომის პარალელურად თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოაწყვეს და განმარტავენ, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.