Accentnews.ge
ექიმები ძალადობის წინააღმდეგ - თეთრხალათიანები და სტუდენტები საპროტესტოდ იკრიბებიან

ექიმები ძალადობის წინააღმდეგ - თეთრხალათიანები და სტუდენტები საპროტესტოდ იკრიბებიან

12/12/2024 13:41:02 საზოგადოება

ამ წუთებში სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში თეთრხალათიანები იკრიბებიან უნივერსიტეტის სტიდენტებთან და ლექტორებთან ერთად. სტუდენტების ნაწილი ამ დრომდე გაფიცულია.

„მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის დღიდან ვგმობთ ძალადობას. გარდა იმისა, რომ შლიან, ცემენ, კლავენ აქციის მონაწილეებს, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ექიმებს იტაცებენ ქუჩიდან. მაშინ, როდესაც ექიმი ასრულებს მოვალეობას - ჩვენი მოვალეობაა, არ ვავნოთ, დავიცვათ ჯანმრთელობა - ძალიან ბევრი ექიმი დააპატიმრეს, ცემეს, გაიტაცეს და ხელი შეუშალეს საქმიანობის შესრულებაში. ნებისმიეროი ომის დროს ექიმები და მედიის წარმომადგემლები არიან ხელშეუხებელნი. ამას დღეს ვერ ვხედავთ. ექიმების წინააღმდეგაც ძალადობენ. მოთხოვნაა, რომ მოგვეცეს უსაფრთხოდ საქმიანობის შესაძლებლობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი, ჩვენი პაციენტების და საქართველოს მომავლისთვის, რათა არ ჩამოვცილდეთ დიდ ევროპულ ოჯახს“,- ამბობს ექიმი ლაშა უჩავა.

აქციაზე იმყოფება ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი ლია გოლიაძე:

„მინდა, გავაპროტესტო ძალადობა. ძალადობა საექიმო საზოგადოებისთვის მიუღებელია...ჯერ-ჯერობით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ გვაქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა დაძაბული სიტუაცია, ალბათ, აქამდეც მივალთ და ყველას მინდა მოვუწოდო, როგორც მოქალაქემ, ექიმმა, თავი შევიკავოთ ძალადობისგან, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ადექვატური გადაწყვეტილებები მივიღოთ“.

ქვეყანაში მიმდინარე აქციებისას არაერთი ექიმი გახდა საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ასევე არიან დაკავებულებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S