Accentnews.ge
არსებული ინფორმაციით, ბჟალავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

არსებული ინფორმაციით, ბჟალავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

12/12/2024 13:58:30 საზოგადოება

რამდენიმე წუთის წინ დაიჭირეს ჩემი უმცროსი კოლეგა, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა,- იტყობინება დიპლომატი გიორგი ბადრიძე.

მოქალაქე ნათი ჩიქოვანი წერს, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა აბაშიძის ქუჩაზე, რა დროსად წაიყვანეს:

"ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს".

ახლობლები არკვევენ, სად არის გადაყვანილი ახალგაზრდა მკვლევარი.

არსებული ინფორმაციით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ვატო ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა - სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.

11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს კრიმინალურ პოლიციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S