Accentnews.ge
სტარტაპერები, მარკეტერები, მეღვინეები, ადვოკატები ფსიქოლოგები საპროტესტო მსვლელობებს აანონსებენ

სტარტაპერები, მარკეტერები, მეღვინეები, ადვოკატები ფსიქოლოგები საპროტესტო მსვლელობებს აანონსებენ

12/12/2024 14:02:43 საზოგადოება

13 დეკემბერს სტარტაპერებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, აქცია დააანონსეს:

"პარასკევს, 13 დეკემბერს, 12:00 საათზე სტარტაპები ვიკრიბებით GITA-სთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ცნობილია, რომ აქციას აანონსებენ მარკეტინკის და პიარის სპეციალისტებიც. ისინი ვაკის პარკიდან გამართავენმ აქციას.

"13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში".

ასევე 13 დეკემბერს ფსიქოლოგების მარში გაიმართება - შეკრება რესპუბლიკის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.

13 დეკემბერს, 17:00 საათზე ადვოკატების აქციაც გაიმართება.

“ევროინტეგრაციისთვის“, “სამართლიანიბისთვის“, “ძალადობისთვის“ - ისინი ამ ლოზუნგებით უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S